ერთი რამ არის ცხადი, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება უცხო ქვეყნის შანტაჟის ქვეშ ვერ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტბს ბრიფინგზე განუცხადა.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიქნებოდით ქართველი ხალხის ხელისუფლება, ჩვენ ვიქნებოდით სხვა ხალხების და სხვა ქვეყნების ხელდასმული ხელისუფლება. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება და ქართველი ხალხის ხელისუფლება უცხო ქვეყნის შანტაჟის ქვეშ არ იმოქმედებს არასდროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.