დემოკრატიულ სახელმწიფოში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ასეთი მოქმედებებისთვის დაკარგავდა თანამდებობას

nachyebia‘ახალი მემარჯვენეების’ წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია კურიერის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ასეთი მოქმედებებისთვის დაკარგავდა თანამდებობას.

მანანა ნაჭყებია პარლამენტსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში არ მისვლა და კითხვებზე პასუხის არიდება სწორედ პარლამენტის სისუსტის ბრალია.

„რამდენი რამ მოვისმინეთ ენერგეტიკის მინისტრისგან და ეს ყველაფერი აღმოჩნდა საბოლოოდ ზღაპარი, ამიტომ კეთილი ინებონ მოისმინონ ჩვენი საყვედურები, რომ ამის უკან შეიძლება მოიაზრებოდეს კორუფციული ინტერესები, შეიძლება მოიაზრებოდეს თვითონ მათი ხელისუფლების წარმომადგენლების ბიზნეს ინტერესები, არ არის გამორიცხული ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიც იყოს, რომელიც ვიცით რომ გაზპრომის აქციონერია,“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

banner
წინა სტატიაშიმოლაპარაკებებს შეიძლება ეკონომიკური, პოლიტიკური და კორუფციული შინაარსიც ქონდეს
შემდეგი სტატიავაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა