25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალი შეთანხმება ანექსიის გაფორმებად ფასდება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით,  რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალი შეთანხმება ანექსიის გაფორმებად ფასდება.

2026 წლის 9 მაისს კრემლში ვლადიმერ პუტინსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერ ალან გაგლოევს შორის გაფორმებულმა „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” შეთანხმება ამ რეგიონის პრაქტიკულ ანექსიას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არსებულ დოკუმენტს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ინსტრუმენტად წარმოაჩენს, შეთანხმების შინაარსი პრაქტიკულად სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში სრულ ინტეგრაციაზე მიუთითებს.

შეთანხმების გაფორმებას დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა „ოსი ხალხის გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა და განაცხადა, რომ ის მომავალში რუსეთის ფედერაციაში სრული ინტეგრაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. სწორედ ამ შეფასებამ გააძლიერა ვარაუდები, რომ კრემლი სამხრეთ ოსეთის სრული ანექსიისთვის ემზადება.

banner
წინა სტატიაში“ნახევარი საქართველო რომ დავიხოცოთ, ეს შანსი ამ ბავშვებს უნდა მივცეთ, თუ საერთოდ შეგვრჩა რამე ადამიანური”- ირმა სოხაძე
შემდეგი სტატია“ქეიფებში ფული არ ენანებათ, ბავშვების მკურნალობაზე კი მიზანშეწონილობაზე ლაპარაკობენ” — გიორგი სიორიძე კობახიძეს აკრიტიკებს