დემოკრატიის კვლევის ცენტრი: ახალგორელებს არჩევნების გამო ჩაკეტილი გადასასვლელები დამატებით პრობლემებს უქმნის

ახალგორში გადასასვლელები საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების გამო ჩაიკეტა, თუმცა დღემდე არ გახსნილა. ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან გაგლოევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღო, სადაც აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები, საელჩოები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში ვითარება კონტროლიდან გამოიყვანონ. აქედან გამომდინარე, უშიშროების საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ე.წ. საზღვრების დახურვაზე. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, ოძისის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, არჩევნების დასრულების მიუხედავად, უახლოეს მომავალში არ გაიხსნება (ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებს ე.წ. საზღვრის კვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლოთ).
დე-ფაქტო პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით მიიღეს. დე ფაქტო ხელისუფლება „ნაციონალისტურ რადიკალურ ძალებში“ სავარაუდოდ პროდასავლურ ოპოზიციას მოიაზრებენ. უნდა აღნიშნოს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დე ფაქტო ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება ჰქონდა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ აკრიტიკებდნენ.
25 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი გადაიყვანეს საგანგებო რეჟიმზე. დემოკრატიის კვლევის ცენტრის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ეს უფლება მათ სრულიად ჩამოართვეს. ადგილობრივების აზრით, „ქართულმა ოცნება“ ფლობდა ინფორმაციას ახალგორელების ოპოზიციური განწყობების შესახებ, რასაც გადასასვლელის ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც მოყვა. ახალგორელები თვლიან, რომ მათი ხმები „ქართული ოცნებამ“ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა
ბოლო წლებში, თბილისი-მოსაბრუნის გადასასვლელებზე შემოტანილი შეზღუდვები, ცხინვალის რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ სოციალური და ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ახალგორიდან წასვლის მსურველთა მიმართვებმა, საგრძნობლად იმატა.
სამედიცინო სერვისებისთვის თბილისში გადმოსვლაზე შემოიღეს ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, ჩაკეტილი გზის პირობებში, ახალგორიდან წასვლის უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისას: ინსულტი, სიმსივნით დაავადებულ პირები ან ის ოჯახის წევრის გარდაცვალების და შემთხვევაში დაკრძალვაზე დასწრების მიზნით.
გადასასვლელების ჩაკეტვა, უარყოფითად იმოქმედა ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც. ბოლო პერიოდში, ცხინვალში ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. განსაკუთრებით, გაიზარდა ფასები რძის პროდუქტებსა და ხორცპროდუქტებზე. გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა შეშის ფასი, რასაც ადგილობრივების უმრავლესობა გათბობისათვის იყენებს. გასულ წელს 8 კუბური მეტრი შეშის ფასი 22 000 რუბლი იყო, წელს მისი ფასი 27 000 რუბლი გახდა”,-აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ცენტრის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს -„ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს
შემდეგი სტატიარესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება