დემოკრატიის გადმოსახედიდან ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე – კობახიძე

„მიუხედავად სამწუხარო ინციდენტებისა, ეს იყო დემოკრატიის გადმოსახედიდან საკმაოდ წარმატებული ორი დღე“, – ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ორდღიანი პროცესი.
„ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ზუსტად ასეთი პროცესებით საზრდოობს საპარლამენტო დემოკრატია და ზოგადად, დემოკრატია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გილოცავთ ამ წარმატებულ ორ დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიმსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება – შს მინისტრი “იბერიაში” მომხდარ ინციდენტზე
შემდეგი სტატიაპოლკოვნიკის დაჭრის ფაქტი – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა