“დემოკრატიის დაცვა საჭიროა ყველგან, ეს არის პირველ რიგში ევროპული ინსტიტუციები, რა თქმა უნდა საჭიროა გადაიარაღება ევროპის, მაგრამ ასევე გადაიარაღება მორალის, პოლიტიკის. ეს არის შესაძლებლობა გადაწყვეტილება მივიღოთ ყველამ ერთად.
ამ მორალური, პოლიტიკური და მილიტარული გადაიარაღების გზაზე, საფრანგეთს ბედმა არგუნა, რომ ყოველთვის არის წინა ხაზზე. ეს არის დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლო და ასე აგრძელებს, მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით.”
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონის პარტიის “აღორძინების” შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილმა. გამოსვლის შემდეგ აუდიტორია მის სახელს სკანდირებდა.