11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

დემოკრატიის დაცვა არის პარტნიორობა და არა ჩარევა – “თავისუფლების მოედანი” ჰერჩინსკიზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას პარტია “თავისუფლების მოედანი” გამოეხმაურა.

ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის ელჩის კომენტარი ცინიკურად დაამახინჯა. ელჩის გზავნილი ნათელია: საქართველო ბნელ დროში არ უნდა დაბრუნდეს. ეს არ იყო მუქარა. ეს იყო შეხსენება იმის თაობაზე, თუ რა დევს სასწორზე, როცა დემოკრატიული ინსტიტუტები დასუსტებულია, ძალადობა ნორმალიზდება და ქვეყანა დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირებულია.

ევროკავშირი მუდმივად დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ხალხს და არა რომელიმე პარტიას. ქართული ოცნების მცდელობები, ეს წარმოაჩინოს როგორც მტრობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, არა მხოლოდ შეცდომაში შემყვანია, არამედ საშიშიცაა. ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობის გადატანას საკუთარი ქმედებებისგან, რაც დემოკრატიული ნორმების რღვევას და საზოგადოების პოლარიზაციას უკავშირდება.

თავისუფლების მოედანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ჩვენ ვგმობთ დამახინჯებისა და დაპირისპირების პოლიტიკას და ვადასტურებთ მარტივ ჭეშმარიტებას: დემოკრატიის დაცვა არის პარტნიორობა და არა ჩარევა. საქართველოს მომავალს პროპაგანდა ვერ გადაწყვეტს. მას გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქეების ნება, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში”,- წერია პარტიის განცხადებაში.

როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება.

ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის “ნუ დაკარგავთ იმედის”. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი.” – ციტირებს ჰერჩინსკის განცხადებას ნეტგაზეთი.

banner
წინა სტატიაშივალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია
შემდეგი სტატიალაშა დოლიძე: ჩვენი მიზანი იყო  სოფლის განვითარების პროგრამების ერთიანი ჩარჩოს ქვეშ გაერთიანება