დემოკრატია ასევე არის მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში

ოპოზიციისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი რესურსები, კონკრეტულად მასმედია და მას უნდა შეეძლოს განვითარება, – ამის შესახებ თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, დემოკრატია არის ასევე მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში.

„ფაქტი, რომ მე აქ ვიმყოფები, არის ცალსახა ნიშანი იმისა, რომ მე მინდა მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მდგომარეობა. საქართველო არის ძალიან სწორ გზაზე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა. ოპოზიციისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი რესურსები, კონკრეტულად მასმედია და მას შეეძლოს თავისუფლად განვითარება. რა არის დემოკრატია? ეს არის გამარჯვება არჩევნებში უმრავლესობის. დემოკრატია არის ასევე მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა“, – განაცხადა მერკელმა.

მანვე მეზობელ ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთში, რამდენიმე თვის წინ საინტერესო მოვლენები განვითარდა.

„სომხეთში არის რთული ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან რთულია რუსეთზე დამოკიდებულება. აზერბაიჯანი სრულიად არ არის შედარებადი საქართველოსთან დემოკრატიზაციის მხრივ, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისადმი სამართლიანი მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა მერკელმა.

banner
წინა სტატიაში,,ანგელა მერკელმა ორი დღის განმავლობაში გააჟღერა არაერთი ძალიან სერიოზული გზავნილი”
შემდეგი სტატიასიტყვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება დაცულია და გადავწყვიტეთ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მივანიჭოთ