დემოკრატებიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონი იყრის კენჭს

დემოკრატებიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონი იყრის კენჭს

7ჰილარი კლინტონმა დელეგატების ხმების საკმარისი რაოდენობა მოიპოვა საიმისოდ, რომ დემოკარტიული პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს – “ასოშეითედ პრესი” ავრცელებს.
გამოცემის მონაცემებით, კლინტონმა მიიღო 2383 დელეგატის მხარდაჭერა – ზუსტად ამდენი იყო საკმარისი პოტენციური კანდიდატისათვის, ნომინაციის მისაღებად. გასულ ხუთშაბათს ჩატარებულ პრაიმერიზამდე კლინტონს 2323 ხმა ჰქონდა.
“ასოშეითედ პრესის” ინცორმაციით, დემოკრატიული პარტიის მეორე კანდიდატს, ბერნი სანდერსს 1569 დელეგატმა გამოუცხადა ნდობა. ამდაგვარად, გამოცემის ვარაუდით, დემოკრატებს არჩევნებზე ჰილარი კლინტონი წარადგენს მაშინაც კი, თუკი ის დარჩენილ შიდაარჩევნებს წააგებს.
მორიგი პრაიმერიზი დღეს ვაშინგტონში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი მილიარდელი დონალდ ტრამპია.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა სტამბულის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთ სეპარატისტებს დააკისრა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი თამაზ მეჭიაურის მიერ ”პოზიციის შეცვლას გაგებით ეკიდება”