დემოკრატები: კამალა ჰარისს საკმარისი ხმები აქვს ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისთვი

დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა საკმარისი ხმები მიიღო იმისთვის, რომ დემოკრატიული პარტიის ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს.

ჰარისი ბიულეტენში მითითებული ერთადერთი კანდიდატი იყო ხუთდღიანი ელექტრონული ხმის მიცემის პროცესში მას შემდეგ, რაც მის კანდიდატურას 4 000-მა დელეგატმა, მათ შორის, აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა პეტიციით გამოუცხადეს მხარდაჭერა.

ამის შემდეგ, პარტიის შიგნით ხმის მიცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხმა მიიღო ჰარისმა და რამდენი დემოკრატი წავიდა მისი კანდიდატურის წინააღმდეგ

banner
წინა სტატიაშიკრემლმა დაადასტურა, რომ ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია
შემდეგი სტატია3 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი შესრულდება შოვის შემზარავი სტიქიიდან, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა