დემოგრაფიული კრიზისი: საქართველოში მოსახლეობა დაბერებას იწყებს – ახალი მსოფლიო კვლევა

მსოფლიოში საკმაოდ შემცირდა ბავშვების რაოდენობა, რომელსაც საშუალოსტატისტიკური ქალი აჩენს საკუთარი ცხოვრების მანძილზე – მეცნიერები თვლიან. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მშობიარობის კოეფიციენტის ვარდნამ მსოფლიოს ნახევარზე მეტ ქვეყნებში “საბავშვო კრიზისი” გამოიწვია. ამ ქვეყნებში ახალდაბადებულთა რაოდენობა მოსახლეობის მიმდინარე რაოდენობის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ შედეგები მათთვის “დიდი მოულოდნელობა” იყო. მოხსენება ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა და მასში 1950-დან 2017 წლამდე მსოფლიო ქვეყნების დემოგრაფიული მაჩვენებლის ანალიზია მოცემული.

1950 წელს მსოფლიოში ქალი საშუალოდ 4,7 ბავშვს აჩენდა. გასულ წელს ეს მონაცემი იყო 2,4 ბავშვი. ამ ციფრის უკან ძალიან დიდი სხვაობები დგას, მაგალითად, ნიგერიში მშობიარობა 7,1-ია, კუნძულ კვიპროსზე – 1. ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 1,7-ია.
შობადობის ჯამური კოეფიციანტია ბავშვების საშუალო რაოდენობა, რომელიც თითო ქალმა იმშობიარა მთელი ცხოვრების მანძილზე და ის განსხვავდება შობადობის დონიდან, რომელიც განისაზღვრება ცალკეულ წლებში ყოველ ათას მოსახლეზე ახალდაბადებული ბავშვის რაოდენობით.

როცა შობადობის ჯამური კოეფიციენტი 2,1-ზე დაბალია, მოსახლეობა შემცირებას იწვევს. საქართველოში ეს მაჩვენებელი 2-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბებია-ბაბუა უფრო მეტია, ვიდრე ბავშვი.

1950 წელს მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ იდგა მოსახლეობის შემცირების პრობლემის წინაშე. იმისათვის, რომ შობადობა გაიზარდოს, თაობებია საჭირო.
ევროპისა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მიგრაციის ფონზე არ ხდება მოსახლეობის შემცირება. ოქსფორდის მოსახლეობის დაბერების შესწავლის ინსტიტუტის დირექტორის ჯორჯ ლისონის თქმით, მიგრაცია მასშტაბურ დემოგრაფიულ ცვლილებებს გამოიწვევს. “ის, რისთვისაც ვემზადებით, განისაზღვრება არა მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობით, არამდე მისი ასაკობრივი სტრუქტურით, რომელიც იცვლება, ამავე დროს, ისე ფუნდამენტალურად, რომ ეს ბოლომდე გააზრებულიც კი არ გვაქვს” – ლისონმა “ბიბისისთან” თქვა.
შობადობის კლებადობას თავისი პლიუსებიც აქვს: ეს პროცესი კარგად იმოქმედებს გარემოზე, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რას უშვრებიან ადამიანები ბუნებას – მეცნიერები ამბობენ.

შობადობის კოეფიციენტის ვარდნას სამი ფაქტორი იწვევს: ბავშვთა სიკვდილიანობის სიმცირე, რომლის გამოც ქალი ბევრ შვილს არ აჩენს. კონტრაცეპციებამდე წვდომა, ქალთა განათლება და დროის უქონლობა. ბევრი გაგებით, შობადობის კოეფიციენტი ეს წარმატების ისტორიაა.
“ვფიქრობ, ამის ყველაზე კარგი მაგალითი იაპონიაა. იქ მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. როგორც ვხვდები, დასავლეთის ბევრი ქვეყანა ჯერ არ დამდგარა ამ პრობლემის წინაშე, რადგანაც იქ დაბალი შობადობის კომპენსირება მიგრანტების ხარჯზე მოხდა. მაგრამ მასშტაბურად, ამ პრობლემას მიგრაცია ვერ გადაწყვეტს” – კვლევის ავტორმა კრისტოფერ მარრეიმ თქვა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიტრამპის და მაკრონის შეხვედრა: ევროპულ არმიაზე დავა არ მომხდარა
შემდეგი სტატია“ქრონიკა+”-ის რედაქტორი აცხადებს, რომ ხელისუფლება აგებს ამ არჩევნებს და ის აგონიაშია