5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

დემნა გვასალიამ მილანში Gucci-სთვის პირველი შოუ გამართა

დემნა გვასალიამ მილანში Gucci-სთვის პირველი შოუ გამართა. 

იტალიური მოდის ბრენდის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა სადებიუტო კოლექციის ლუქბუქი 2025 წლის სექტემბერს წარადგინა – კოლექციის სახელწოდება La Famiglia იყო, რომელიც 38 ლუქს აერთიანებდა.

გვასალია Gucci-ის შემოქმედებითი დირექტორი 2025 წლის მარტში გახდა, მანამდე კი, 2015 წლიდან Balcenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო. გარდა ამისა, ის არის ტანსაცმლის ბრენდ Vetements-ის თანადამფუძნებელი, რომელთან თანამშრომლობაც 2019 წელს შეწყვიტა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Demnagram (@demnagram)

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: ბაქი-ბუქის მიუხედავად “ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს
შემდეგი სტატიატელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს