დემირელის კოლეჯის მენეჯერს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას ედავებიან

ქართველი სამართალდამცველების მიერ გუშინ დაკავებული დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუკისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურა თურქეთის საგამოძიებო უწყებებიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე თურქეთის მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებას და მოგვიანებით მის ექსტრადირებას ითხოვს.

პროკურორების ინფორმაციით, ჩაბუკს თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულს დემირელის სკოლის წილების გადამალვასა და გასხვისებაშიც ედება ბრალი. ამ წილების ნაწილი პროკურატურის ინფორმაციით დაყადაღებულია. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების გარეშე გათავისუფლებას ან 10-ათასიან გირაოს ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 15 წელია, რაც საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ეს ბრალდება უსაფუძვლოა. სასამართლო პროცესი საქმეზე ამ წუთებში მიმდინარეობს. სასამართლოს გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშინინო კუზანოვა კლინიკა “ლანცეტში” გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: მთავარი გაკვეთილი, რომელიც ისტორიიდან უნდა გამოვიტანოთ, ისაა, რომ დამოუკიდებლობა თავისუფლებად გადავაქციოთ