“დელტამ” ქართული წარმოების უახლესი საარტილერიო სისტემა GMM-120 წარმოადგინა

26 მაისს, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე “დელტამ” ქართული წარმოების 120 მმ-იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგგინა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” ინფორმაციით, საბრძოლო მანქანაზე მუშაობა “დელტას” ინჟინრების მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მაღალი გამავლობის 3 ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე დამონტაჟებული ქართული 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია.

ქართული თვითმავალი ნაღმმტყორცნი აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.

ტაქტიკურ- ტექნიკური მონაცემები: კალიბრი – 120 მმ; საბრძოლო მასა – 15 ტონა; სიგრზე – 8,40 მეტრი; სიგანე – 2,80 მეტრი; სიმაღლე – 2,80 მეტრი; ეკიპაჟი – 6 კაცი; სროლის ტემპი – 15 გასროლა/წთ; სწრაფსროლა მაქსიმალური მუხტით – 60 გასროლა; სწრაფსროლა შორსმსროლელი მუხტით – 50 გასროლა; საარტილერიო ნაწილის რესურსი – 4000 გასროლა; საარტილერიო ნაწილის მასა – 2000 კგ; სროლის მაქსიმალური მანძილი – 7100 მეტრი; სროლის მინიმალური მანძილი – 480 მეტრი; დამიზნების სისტემა – ელექტრომექანიკური.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ ერთიან და საქართველოში იცხოვროს
შემდეგი სტატიაჩოხატაურში 26 მაისის აღნიშვნა უკუღმა დაკიდებული დროშით დაიწყეს