ამირან სალუქვაძე:”დელტას” შემთხვევაში უნდა მომხდარიყო შემოწმება, ანალიზი, დასკვნა და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტილება

ამირან სალუქვაძე:

saluqvadze2“დელტა”-ს ხელმძღვანელის, უჩა ძძუაშვილის გათავისუფლება ბურუსითაა მოცული.ბურუსით იმიტომ, რომ ჩვენთვის, ვინც ვგულშემატკივრობთ ქართულ სამხედრო მრეწველობას ბევრი რამ უცნობია.

რაც შეეხება კახეთის დასეტყვას და დელტას კავშირს:

1. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავდაცვის სამინისტროს თანხები რაკეტების შესაკვეთად არ გადაურიცხავს. თუ ვცდები, მომიტევეთ. შესაძლოა დაფინანსებაც მიიღო “დელტამ”, მაგრამ რაიმე პრობლემები აქვთ. ამ პრობლემებში ჩახედვაა საჭირო და არა ქირურგიული ჩარევა.

2. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ გადასცა აქამდე სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები თავდაცვის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ჯარის საქმეა ღრუბლებთან ბრძოლა? თვითმფრინავებს უნდა ვებრძოლოთ.

ახლა რაც შეეხება “დელტას” და თავდაცვის სამინისტროს კავშირს. “დელტა” უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის და არა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. არ შეიძლება იარაღის დამკვეთი და შემსრულებელი იყოს ერთ სტრუქტურაში. ეს არა მხოლოდ კორუფციის საწინდარია, არამედ სამხედრო წარმოების განვითარებას აფერხებს. ეს გადაწყვეტილება ადრე იქნა მიღებული და არ მიმაჩნია მართებულად.

და ბოლოს, თუ ის პროდუქცია, რაც “დელტას” ვებ საიტზეა გამოსახული, მართლაც იწარმოება საქართველოში, მაგ კაცის (უჩა ძოძუაშვილის) ბარელიეფი “დელტას” შენობაზე სიცოცხლეში უნდა გამოვსახოთ. თუ მისი დამსახურება არაა ეს ყველაფერი, მაშინ… მაშინ კიდევ ერთხელ მომიტევეთ.

არა, მე ბატონი ძოძუაშვილის ადვოკატი არ ვარ. ახლა “დელტაში” შემოწმებები დაიწყება და შეიძლება იმდენი დარღვევა აღმოჩნდეს, იქეთ ბოდიშის მოხდა მომიწიოს. წინა პუბლიკაციაში ვწერდი, ისეთი სისტემა უნდა იყოს, რომ კისერი ვერ უნდა მოიტეხოს ადამიანმა.

კონკრეტული პერსონა ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს. მე ვაცხადებ, რომ “დელტა” არ უნდა იყოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, ისევე როგორც სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისია. ეს სტრუქტურები უნდა ექვემდებარებოდეს პრემიერ-მინისტრს. ასევე უნდა აღსდგეს მთავარი სამხედრო ინსპექცია, ან პრემიერთან, ან პრეზიდენტთან.

კიდევ ერთხელ, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები არ უნდა იყოს თავდაცვაში, გადაეცით სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიხედავენ ისინი. თუ რაიმე ტექნოლოგიური ხარვეზებია, იქ დაასრულებენ.

გათავისუფლება კი არ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას. ესაა არაა დასავლური ფასეულობები, რისკენაც ვილტვით. “დელტას” შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ასე: შემოწმება, ანალიზი, დასკვნა და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტილება.

ისე, ყველას ჰგონია, რომ იოლია გაწყობილ სუფრაზე თამადობა. მაგალითად მე “დელტას” ხელმძღვანელობას ვერ შევძლებდი.

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

banner
წინა სტატიაშიპროკურატურას არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეძიებინა ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც ინტიმურ ხასიათს შეიცავდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო