დელფინი ორცინუსი 17 დღე დააცურებდა საკუთარი მკვდარი ნაშიერის სხეულს (ვიდეო)

დელფინი ორცინუს ტალეკვა, რომელსაც 24 ივლისს მოუკვდა ახალდაბადებული შვილი, 17 დღე დაცურავდა მასთან ერთად. მას შვილის გვამის გადატანაში სხვა დელფინებიც ეხმარებოდნენ.
ტალეკვა 20 წლის არის და ის წყნარ ოკეანეში ბინადრობს, ამერიკის ვაშინგტონის შტატის რაიონში. 24 ივლისს მეცნიერებმა, რომლებიც ზღვის ძუძუმწოვრებს აკვირდებოდნენ, ნახეს, რომ ტალეკვამ მდედრი ნაშიერი შვა. თავდაპირველად ისე ჩანდა, თითქოს, ყველაფერი ნორმალურად იყო: ახალდაბადებული დედასთან ერთად დაცურავდა. მეორე დღეს კი დამკვირვებლებმა ნახეს, რომ ის მკვდარი იყო, დედა კი შვილს ცხვირით აწვებოდა და აცურავებდა.

მსგავსი მოქმედება ჩვეულებრივია დელფინებში, მათ შორის ორცინუსებში, თუმცა, დედები მკვდარ ნაშიერებთან, როგორც წესი, ერთი კვირა დაცურავენ, ტალეკვა კი, 17 დღე არ ემშვიდობებოდა შვილს.
მთელი ამ ხნის მანძილზე, ტალეკვა ჯოგთან ერთად იყო, რომლებიც, ასევე, ეხმარებოდნენ სხეულის გადატანაში. როგორც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვეშაპთა კვლევის სპეციალისტმა დებრა ჯილსმა თქვა, ტალეკვას საქციელი სხვა არაფრით აიხსნება, თუ არა იმით, რომ ის ძალიან განიცდის შვილის სიკვდილს. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დელფინის სხეულმა ლპობა დაიწყო, თუმცა დედამ ის 10 აგვისტომდე დაიტოვა. საერთო ჯამში, მათ ერად 1600 კილომეტრი გაცურეს. ორცინუსების ჯოგში სულ 75 დელფინია.

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობის სკანდალური ქადაგება
შემდეგი სტატიამანჩესტერში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიჭრა