“დეკემბრის პირველ რიცხვებში სააკაშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნას წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს”

მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს დეკემბრის პირველ რიცხვებში წარედგინება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა ეტაპზეა მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით პროცედურები.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს წერილი რამდენიმე დღის წინ ოდესაში ჩაბარდა.

“აქედან აითვლება ოთხკვირიანი ვადა იმისთვის, რომ მან, როგორც ეს არის ქართული კანონით დადგენილი წესით, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წარმოადგინოს. დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩვენ უკვე შეწყვეტის შესახებ დასკვნას წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა წულუკიანმა.
კითხვაზე, მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ რა პროცედურებია პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პარტიები თვითონ წყვეტენ, ვინ იყოს წევრი, მაგრამ “არის პირობები, რომელსაც პარტიის ხელმძღვანელი, თუ პარტიული მუშაკი უნდა აკმაყოფილებდეს”.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინასნებას მართლაც დაემატა 64 მილიონი ლარი
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში 7 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი