დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაციას მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დეკანოზმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მთავარი მოთხოვნა შესრულდა და მას ციხეში მამა რევაზ სიხარულიძე მოინახულებს და აღსარებას ჩაიბარებს. რამიშვილის ინფორმაციით, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარობასაც, რომელიც ადვოკატის თქმით, კრიტიკულია.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა გასულ კვირას, პატრიარქსა და სინოდის წევრებთან შეხვედრის მოთხოვნით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანზე უკეთესი ,,შემსრულებელი“ – ბესელია ახალი მინისტრი?
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ გივი ბერიკაშვილს ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება