დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხიდან სკანდალური წერილი გაავრცელა

მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ტოქ-შოუ ,,რეაქციას” სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან წერილი გამოუგზავნა. დეკანოზი წერილში მეუფე იაკობს პასუხობს და მეუფე დიმიტრის კვლავ სთხოვს მოინახულოს ის საპატიმროში.

,,წინასწარმეტყველი ზირაქი ბრძანებს:სიტყვაშია პატივი და უპატივობა ენაა კაცის დამხობის, სწორედ ესაა ჩემი დანაშაული, ორი ადამიანის ხუმრობანარევი საუბარი გახდა ბრალდებისა და განაჩენის საფუძველი. მხოლოდ ეს ვინაიდან სხვა მტკიცებულება არც მათ ჰქონდათ და რასაკვირველია, ბუნებაში არ არსებობდა. თუმცა აქ ჩემი განაჩენი მეორეხარისხოვანია. საუბედუროდ, ამ შტურმის სამიზნე საქართველოს ეკლესიაა. ციხე ხომ მხოლოდ შიგნიდან ტყდება და როგორც აღმოჩნდა ეკლესიის მტრებს საპატრიარქოშივე აღმოაჩნდათ თანამზრახველები, მაგრამ დარწმუნებული ვარ მთელი მათი ძალისხმევა გაიფანტება და საბედნიეროდ, ეკლესიას ერთ მისხალ ზიანს ვერ მიაყენებენ.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებას, სადაც ის მიანიშნებს, რომ ციხეშიც მომწვდება. ეჰ, ეპისკოპოსო იაკობ, ნუთუ ფიქრობთ, რომ ჩვენს შეშინებას შეძლებთ? თქვენ უკვე გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ. აი გატეხვით ვერასდროს გამტეხთ, იმიტომ რომ ღმერთის მწამს თქვენგან განსხვავებით. მაცხოვარს ვგრძნობ მუდმივად ჩემს გვერდით, თქვენგან განსხვავებით, რადგან ამ ჩაბნელებულ და ჩარაზულ ოთხ კედელშიც უფრო მხნედ და თავისუფლად ვგრძნობ თავს ვიდრე თქვენ თქვენს მდიდრულ მანქანასა და აპარტამენტში.

ჩემს ძმებს, სასულიერო პირებს მინდა მივმართო ქრისტეს სისხლით ხართ ნაყიდნი , ნუ გახდებით ადამიანთა მონები, ჩემო ძმებო ნუ ჩაეშვებით კომფორმიზმის მორევში, ნუ დახუჭავთ თვალს, როდესაც სიმართლეს ფეხქვეშ თელავენ. უსამართლო ადამიანები, თუნდაც ისინი თქვენი მამამთავარნი იყვნენ. თქვენზე უკეთ ვის ესმის, რომ სიმართლეა ჩვენი თანამავალი საუკუნო გზაზე.

მეუფე დიმიტრი, რომელიც ჩემი აღმზრდელი მამაა იმედი მაქვს მალე მომინახულებს, ბევრი მაქვს მისთვის სათქმელი.

საზოგადოებას მივმართავ, ნუ შედრკებით რწმენაში. ეს ყველაფერი კანონზომიერია, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი მისია გვაკისრია, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვინც უსამართლოდ გაანადგურეს. ზვარაკადაც შესწირია ჩემი გული და სიცოცხლე ჩემს დედაეკლესიას. სადაც დავიუნჯებ იქ იქნება ჩემი გული.

წყარო

 

banner
წინა სტატიაში(video) ,,რეაქცია” პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სკანდალურ ჩვენებას ასაჯაროვებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის მიმართ საქმის წარმოება სასამართლომ შეაჩერა