დეკანოზის წერილი ილია მეორეს – ,,ბევრი საკითხის ეპისტოლარული ჟანრით პატრიარქისთვის მიწოდება არასწორად მიმაჩნია“

კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის მოსაზრებით საგამოძიებო უწყებებმა მამა გიორგი მამალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარს უფრო მეტი ნათელი უნდა მოფინონ და რამდენიმე საკითხი უფრო მეტად დააკონკრეტონ. აღნიშნულ თემაზე საპატრიარქოს მდივანმა ტვ „პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ინფორმაციას, რომელიც მამა გიორგისთან დაკავშირებით გუშინდელ განცხადებაში ვთქვით, მეტის თქმის საშუალებას არ გვაძლევს ის მასალები, რაც ამ წუთისთვის არის, ასეთი უმძიმესი ბრალდებების წაყენების შემთხვევაში, მინდა ვთხოვო საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ თუ არის ამის საშუალება, ცოტა უფრო მეტად დააკონკრეტონ რამდნეიმე საკითხი, რადგანაც საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან მიმართებაში, ბრალდების შინაარსი ცოტა უფრო ნათელი უნდა გახდეს.“- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

ბოტკოველის თქმით აღნიშნულ საკითხთა დაკავშირებით მას მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს რაც პროკურატურის ბრიფინგზე იქნა გაჟღერებული. მისი განცხადებით საპატრიარქოს ოფიციალური წარმოადგენლებიდან მხოლოდ ისაა დარჩენილი საქართველოში და მასთან კომუნიკაცია საგამოძიებო უწყებებს არ ჰქონიათ.

როგორც მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, მას არ ქონია კომუნიკაცია არც ილია მეორესთან და მიმდინარე მოვლენებზე პატრიარქის მოსაზრებების შესახებ, მხოლოდ მთვდელმთავრების განცხადებებიდან აქვს ინფორმაცია.

საპატრიარქოს პრეს-მდივანი არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული წერილი, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არაა და რომელიც სავარაუდოდ მამა გიორგი მამალაძემ პატრიარქს გაუგზავნა, ნამდვილად მის მიერ იყოს დაწერილი:

„თემატიკიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს მისი წერილი, რადგანაც იქ ისეთი საკითხებია, რომ მას ამ საკითხებთან შემხებლობა ქონდა პირდაპირი თუ არაპირდაპირი, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ბევრი საკითხი არის დრამატიზირებული და ამის ეპისტოლარული ჟანრით პატრიარქისთვის მიწოდება არასწორად მიმაჩნია. მამა გიორგის ქონდა მის უწმინდესობასთან როგორც სამსახურის უფროსის მოადგილეს და როგორც კლინიკის ხელმძღვანელს შეხვედრის შესაძლებლობა. წერილის აუცილებლიობა არ იქნებოდა. პატრიარქი არ არის ჩაკეტილი პიროვნება და მასთან რიგითი სასულიერო პირებიც თავის კერძო საკითხებზე ხშირად მიდიან და ესაუბრებიან. მითუმეტეს ამ თანამდებობის პირს ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მოეთხოვა პატრიარქთან აუდიენცია და არც ამის ნაკლებობას განიცდიდა მამა გიორგი, რადგან ის ძალიან ხშირად იმყოფებოდა საპატრიარქოში.“- განაცხადა ბოტკოველმა.

მიქაელ ბოტკოველი მეუფე პეტრეს განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მამა გიორგი მამალაძის გარშემო შექმნილ სიტუაციაში პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და საპატრიარქოს მაღალჩინოსნები დაადანაშაულა.

„მე ძალიან გამიჭირდება მეუფე პეტრე განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო. მე ზოგადად ვიცოდი, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან და ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით ქონდა მამა გიორგის თავისი მოსაზრებები. მე ვესაუბრე მის უწმენდესობას რამდენიმე თვით ადრე და შევთავაზე, რომ თუ რაიმე პრობლემა არსებობს ქონებასთან დაკავშირებით, მე დავტოვებდი თანამდებობას. თუ რაიმე არსებობდა, უწმინდეს ექნებოდა ამის სურვილი, რომ შენიშვნა მოეცა ან გავეთავისუფლებინე თანამდებობიდან. მისმა უწმინდესობამ კი მითხრა რომ მე უნდა გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა.“- აღნიშნა ბოტკოველმა.

საპატრიარქოს ოფიციალური წარმოამდგენელილ კომპანია „სნოს“ საკითხსაც შეეხო, რომელზეც აქცენტი სავარაუდოდ მამა გიორგის მიერ დაწერილ წერილშია გაკეთებული და აღნიშნა, რომ ამ კომპანიასთან დაკავშირებით პატრიარქს სრული ინფორმაცია ქონდა. მისი თქმით კომპანიასთან ურთიერთობის გაწყვეტა საწარმოს არარენტაბელურობის გამო მოხდა:

„არანაირი კორუფციული საქმიანობა „სნოსთან“ დაკავშირებით არ ყოფილა. სნოს დაარსება დაკავშირებულია საპატრიარქოსთვის ძალიან ახლობელ ადამიანებთან, მათ ქონდათ სურვილი რომ ეკლესიას დახმარებოდნენ. აქედან გამომდინარე ამ ქარხნის საქმიანობაში მინიმალური წვლილი უნდა შეგვეტანა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით საზღვარგარეთ ბაზრის გატანაში. მაგრამ სამწუხაროდ ეს შეთანხმება ვერ შედგა და მას არ ქონდა იმხელა მუშაობა რომ საწარმო რენტაბელური ყოფილიყო, მას არ ქონდა არცერთ წელს მოგება. შესაბამისად მათ საპატრიარქოში არაფერი არ მოუტანიათ, აქედან გამომდინარე მისმა უწმინდესობამ მე, მეუფე იაკობს და კიდევ ერთ სასულიერო პირს დაგვავალა მივსულიყავით ამ საწარმოში და ადმინისტრაციისთვის გვეთქვა, რომ პატივს ვცემთ მათ განზრახვას, რომ ჩვენთვის სარგებელი მოეტანათ, მაგრამ რადგან სარგებელი არაა და საწარმო არარენტაბელურია, ჩვენ უარს ვამბობდით იმ 20%-იან წილზე, რომელიც შეიძლება მიგვეღო. ასე დავემშვიდობეთ „სნოს“, მე არ ვიცი ამ წერილში რატომ არის დრამატიზებულად ეს საკითხი და რატომ ცდილობენ კორუფციას დაუკავშირონ. ეს საკითხი მისმა უწმინდესობამ კარგად იცის.“- განაცხადა ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაში(Video) დაკავებული დეკანოზი ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს – მამა გიორგი ბრალს არ აღიარებს
შემდეგი სტატია(Video) კვირას, სამის ნახევარზე, ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან, რუსთაველზე – ნიკა გვარამია