დეკანოზის საქმით შესაძლოა სინოდიც დაინტერესდეს – ადვოკატი მატროსოვზე გიორგი მამალაძეს ხვდება

ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება. რა ინფორმაცია მიაწოდა მეუფე გრიგოლს დეკანოზმა, ფანცულაიასთვის სავარაუდოდ ამ შეხვედიდან გახდება ცნობილი. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის საქმით უკვე სინოდიც დაინტერესდეს და უახლოეს სხდომაზე ამის შესახებ მსჯელობა შედეგს.
„წელიწადნახევრის განმავლობაში სინოდის წევრებისგან გვესმოდა პოზიცია, რომ მათი უმოქმედობა „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით განპირობებული იყო იმით, რომ აწუხებდათ არაერთი კითხვის ნიშანი, არ იყვნენ ჩამოყალიბებული, დეკანოზ გიორგი მამალაძე რამდენად მართალია თუ არა ამ საქმეში, შესაბამისად, ჩვენი მიზანია ის, რომ ვის და ზუსტად სინოდის წევრებს არ უნდა ქონდეთ კითხვის ნიშნები, რომელზეც ისინი თავის განცხადებებში საუბრობენ. ჯერ მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი იყო შესული მასთან. იმედს ვიტოვებ, რომ ეს საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯი იყო მეუფეების მხრიდან და კარგი იქნება, თუ სხვებიც მოინახულებენ დეკანოზს, რადგან ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
კონკრეტულად რა დეტალებზე ისაუბრეს გუშინ, წინასწარ ვერ გავაკეთებ განცხადებას. დეკანოზი მუდმივად ითხოვდა დაკავების დღიდან პატრიარქთან შეხვედრას, მაგრამ თუ პატრიარქის ის გარემოცვა, რომელიც ამ შეხვედრას ბლოკავს, მიცემს დეკანოზს პატრიარქთან შეხვედრის საშუალებას, ვფიქრობ პატრიარქის ის მხარდაჭერა, რაც დეკანოზს აქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

banner
წინა სტატიაში“ყველა ეს თანამდებობის პირი აგრძელებს ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენას”- ზოდელავა
შემდეგი სტატიაალაზანში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო