დეკანოზის ძმამ პატრიარქს სთხოვა, გიორგი მამალაძეს თავდებში დაუდგეს, თუმცა ილია მეორესგან პასუხი არ მიუღია

აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომელიც დღეს საპატრიარქომ გაავრცელა, დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ, კათოლიკოს-პატრიარქს სთხოვა, გიორგი მამალაძის თავდებში დაუდგეს, თუმცა ილია მეორესგან პასუხი არ მიუღია.

„თუ შესაძლებელი იქნება, ეს არანაირი კანონდარღვევა არ არის, შესაძლებელია თქვენი თავდებობით მამაოს გარეთ გამოსვლა და თქვენ როგორც გადაწყვეტთ, იქნებ ამ დროის მონაკვეთში, სანამ სასამართლო სხდომები მიმდინარეობს, მონასტერში წავიდეს მამაო, ან თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ აქ მოვიდეს. მისთვის ციხე არის დამთრგუნველი, ეს ოჯახისთვისაც ძალიან ძნელი გადასატანია“,- მიმართავს თორნიკე მამალაძე პატრიარქს. აუდიოჩანაწერში პატრიარქი მამალაძეს არ პასუხობს, დეკანოზის ძმას მამა დავით ჭინჭარაული პასუხობს.

„თორნიკე, ჩევნ ყველანარიად ვეცდებით, რომ ეს გაკეთდეს, თუ შესაძლებელია“,- აღნიშნავს მამა დავითი.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) საქართველოს საპატრიარქო პატრიარქთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს
შემდეგი სტატიაკონსტიტუცია დაარქვეს იმას, რასაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია ეთანხმება – ნაცვლიშვილი