დეკანოზი თამაზი: მამა ბართლომემ ბოდიში უნდა მოიხადოს სამარცხვინო სურვილისთვის

“ახლა არქიმანდრიტ ფირცხალაშვილს ერთადერთი რამ ჰმართებს: ის მაღალი ქუდი უნდა მოიხადოს, გამოვიდეს და საჯაროდ, ქრისტიანების წინაშე გულწრფელი ბოდიში მოიხადოს მღვდლისთვის ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინო სურვილისთვის. ასევე, პატიება უნდა სთხოვოს ადამიანს, ქალს და სახელოვან მომღერალს იმ საშინელი და მდაბიო სიტყვებისთვის. სიტყვა თუ სურვილი, რაც შეიძლება წამოსცდეს საერო ადამიანს, არ ეპატიება მღვდელს. ”-დეკანოზი თამაზ ლომიძე არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშილის კომენტარს ეხმაურება.

“აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის”, – ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას. საოპერო მომღერალმა ბერა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მან თქვა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ გადარიცხა, რაშიც შედის როგორც მისი “მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები”, ისევე მისი ოჯახის წვილილიც.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: წარმოუდგენელია სასულიერო პირისაგან წყევლა-კრულვა ავი დედაკაცივით
შემდეგი სტატიაკახეთის გზატკეცილზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა