დეკანოზი თამაზ ლომიძე: მხარდაჭერას ვუცხადებ მამა ილია ჭიღლაძეს

მხარდაჭერას ვუცხადებ მამა ილიას (დეკანოზი ილია ჭიღლაძე) . შეუძლებელია ვერ დაინახოს კაცმა, რომ მისი აქტიურობა, სტატიები თუ მიმართვები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ეკლესიის და ქვეყნის უანგარო სიყვარულით და არსებულ მძიმე პრობლემებზე გულწრფელი გულისტკივილითაა განმსჭვალული. შეუძლებელია მამა ილიას სხვა რამ ამოძრავებდეს, გარდა მდგომარეობის გაჯანსაღებისა და ყველასთვის სასიკეთო ცვლილებებისა. ასეთ სასულიერო პირებს ეკლესია კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა უსმენდეს, მათ აზრს ითვალისწინებდეს და აწინაურებდეს. ვთხოვ და მოვუწოდებ წმინდა სინოდს, გულწრფელად მოუსმინონ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და არა სასჯელის ენით ესაუბრონ, არამედ გაითვალისწინონ ის, რაც მამა ილიას და ათასობით წესიერ მორწმუნე ადამიანსაც ნამდვილად აწუხებს დღევანდელ საეკლესიო ცხოვრებაში. ჩემი მხურვალე მხარდაჭერა დეკანოზ ილია ჭიღლაძეს.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

banner
წინა სტატიაშიპეტრე კოლხი დეკანოზ ილია ჭიღლაძეზე-დავსვათ ობიექტური კითხვა, რა აწუხებს უცხოეთში გადახვეწილ სასულიერო პირს?!
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, სწორედ ამიტომ ამბობს უარს „ლელო“ პარლამენტში შესვლაზე