დეკანოზი თამაზ ლომიძე-ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს

“დღე არ გავა, რომ 10-დან 20 ადამიანამდე არ გარდაიცვალოს და წარმოუდგენელია, რომ საქართველოში კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ვაქცინას ებრძვის. ამ მედიცინის მიღწევას, ამ ღვითს წყალობას მართლაც ამ განსაცდელში, განსაცდელში ვართ გესმის, ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს, რაღაც წარმოუდგენელი მოტივებით და ხშირად რელიგიური მოტივებით.

არის საქართველოში კიდევ ხალხი, მორწმუნენი, რელიგიური ადამიანები ძირითადად, სასულიერო პირებიც კი, ვინც აცრის უარყოფისკენ მოუწოდებს ადამიანებს. ხალხი კვდება მათ თვალწინ, მძიმე მდგომარეობაში ხალხი თვეობით ატარებს აპარატზე შეერთებული საავადმყოფოში, აცრა გადარჩენაა ამ დროს და ხალხი ქადაგებს რომ უარი უთხრან აცრას. ამაზე დიდი სიგიჟე აღარ არსებობს, ეს არის ჩვენი ინდიკატორი რა მძიმე სულიერ და გონებრივ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ხალხის რაღაც ნაწილი”-დეკანოზი თამაზ ლომიძე.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: აშშ მოხარულია, რომ შეძლო კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ხუთასი ათასი დოზის გადმოცემა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ქალაქის იერსახის დამახინჯება დასჯადი ქმედებაა