15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

დეკანოზი თამაზ ლომიძე: ეკლესიის მოქმედი მიტროპოლიტებისთვის საღვთისმეტყველო განათლების დიპლომის არქონის ან ასაკის გამო პატრიარქის არჩევნებში არდაშვება არის სრული აბსურდი

ეკლესიის მოქმედი მიტროპოლიტებისთვის საღვთისმეტყველო განათლების დიპლომის არქონის ან ასაკის გამო პატრიარქის არჩევნებში არდაშვება არის სრული აბსურდი.
პატრიარქი არის ისეთივე ეპისკოპოსი (ზედამხედველი) როგორიც ყველა დანარჩენი, ოღონდ მას დამატებით ენიჭება თანასწორთა შორის პირველის, ეკლესიის განსაკუთრებული ზედამხედველობის, მეთაურობის და მმართველობის ფუნქცია და პატივი.
როცა საქმე სულიერი ცხოვრების ზედამხედველობას და სულთა გადარჩენას ეხება დანაშაულიც კია იფიქრო, რომ ერთი ეპარქიის სულიერი ცხოვრების ზედამხედველობა შეიძლება უდიპლომოდ და 70-ს გადაცილებული ასაკით, ხოლო ეკლესიის პატრიარქობა – არა.
ქრისტე ასე გვიბრძანებს: “…ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან.” (მთ. 18,5) ანუ თუ უდიპლომოდ და გარკვეული სადავო ასაკით ერთი ეპარქიის მორწმუნეებთან (ერთ მცირეთაგანთან) ვუშვებთ მიტროპოლიტს, რა მორალით ან რა კანონით არ შეიძლება იგივე მიტროპოლიტების მმართველობის დაშვება მთელ ერთან?”,-აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

banner
წინა სტატიაშიროგორ არღვევს მეუფე შიო მართვა-გამგეობის დებულებას-თელოგი ზვიად ცაბაძე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა