დეკანოზი შალვა კეკელია – ადამიანი, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება

region
ავტ.: region მაისი 17, 2019 17:14

დეკანოზი შალვა კეკელია – ადამიანი, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება

ადამიანი, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მსვლელობაზე საუბრისას.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის – ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც ადამიანები ვამბობთ, არა ძალადობას, არა წინააღმდეგობას, არა ადამიანის დაჩაგვრას. ადამიანი, რომელიც ოჯახში გაიზრდება, რომელსაც ჩვენ გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, მოძალადე არასდროს გაიზრდება“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მისივე თქმით, დღეს არანაირ დაძაბულობას არ ელოდებიან.

„უნდათ ასე გამოაჩინონ, ძალადობის დღედ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესია არასდროს ყოფილა ძალადობის მომხრე. ეკლესია არის სიყვარულის მქადაგებელი“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

region
ავტ.: region მაისი 17, 2019 17:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics