დეკანოზი ქვლივიძე – ლგბტქ პრაიდი რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს

region
: region ივნისი 10, 2019 14:19

დეკანოზი ქვლივიძე – ლგბტქ პრაიდი რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს

ლგბტ პრაიდი რომ ჩატარდეს, საქართველოს ის დაემართება, რაც სოდომს და გომორს, – განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

„ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს იყო. ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. ამის გამო დაინგრა რომის იმპერია. ბიზანტია ამიტომ დაინგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?! ასეთ პატარა ქვეყანას. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო, ამიტომ ვართ ჩვენ შეწუხებულები. ჩვენ ახლა ნათლად ვხედავთ, ქვეყანა რა დღეშია. ფაქტობრივად, თავდაცვისუნარიანობა არ აქვს. ჯარი ჩვენ არ გვყავს. არაფერი ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი ღმერთის იმედი გვაქვს და რაღაც ძალები ცდილობენ, რომ ღმერთთანაც დაგვაპირისპირონ“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

სასულიერო პირები აპირებენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ “ეს კვირეული არ ჩატარდეს”, მაგრამ თუკი ლგბტქ პრაიდი მაინც ჩატარდება, აპირებენ მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ პროტესტი. სასულიერო პირებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, ნაცვლად იმისა რომ ჩატარებაში დაეხმაროს, აკრძალოს მსგავსი ღონისძიებები.

ლგბტქ პრაიდის კვირეული თბილისში 18-23 ივნისს იგეგმება.

region
: region ივნისი 10, 2019 14:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,213
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics