დეკანოზი პატრიარქთან შესახვედრად მზად არის – ადვოკატი გაუთქმელობის პირობას არ თანხმდება

დღეს ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შესახვედრად მღვდელმთავრები მივლენ. ჯერ უცნობია, რა დროს მოინახულებენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასულიერო პირები. ბრალდებულ დეკანოზთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა პატრიარქმაც,ა მის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა, მას შემდეგ რაც ის პატრიარქს შეხვდა. სავარაუდოდ , დეკანოზთან შეხვედრები დღის მეორე ნახევარში შედგება. დეკანოზის ადვოკატების განცხადებით მამა გიორგი მამალაძე პატრიარქთან შესახვედრად მზად არის.

”რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ვეთანხმები პრეზიდენტის ამ განცხადებას. გუშინვე განვაცხადე, რომ არაერთი კატეგორიული მოთხოვნისა, გამომძიებლის მხრიდან, რომ მეც გაუთქმელობის პირობაზე მომეწერა ხელი, მე ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე, მიუხედავად იმ დაშინებისა, რომ შეიძლება ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ვუთხარი – ეს თქვენი პრობლემაა, თუ გინდათ დაიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნათქო და არ მოვუწერე ხელი. დანარჩენი უკვე პროკურატურის გადასაწყვეტია, მოუხსნიან ადვოკატებს ამ ვალდებულებას თუ არა. ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ მიმართეს განცხადებით პროკურატურას, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე პასუხი არ მიუღიათ. ახლა გამოჩნდება პროკურატურისგან, რამდენად აფასებს პრეზიდენტის რჩევას და მის სიტყვას”, – განაცხადა რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება – მეუფე ვახტანგი
შემდეგი სტატიალავროვი საკუთარ განცხადებებში პირდაპირ მიუთითებს,რომ ქართველ სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ რუსულ მხარესთან კავშირი – ტუღუში