დეკანოზი მოწმეს არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შოვნაში დახმარებას სთხოვდა

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან ციანიდის საქმის ბრალდებულმაკურიერს წერილები დღეს გამოუგზავნა. წერილები დეკანოზის კარნახით მისმა ადვოკატებმა დაწერეს.

მამა გიორგი მამალაძემ ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და რომელიც სკანდალური საქმის დეტალებს ეხებოდა, არ უპასუხა. პირველ წერილში ბრალდებული სასულიერო პირი ვრცლად საუბრობს შიმშილობის მიზეზებზე. წერილში გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც მიმართავს.

კურიერის შეკითხვას, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა პროკურატურის მთავარ მოწმეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს, დეკანოზი პასუხობს, რომ მამალაძეს გმირობა სურდა და არ გამოუვიდა. ბრალდებული დეკანოზის მტკიცებით, ის წინდაუხედავად მოიქცა.

დეკანოზს ციანიდის საქმის მთავარი მოწმე პასუხობს. ირაკლი მამალაძის განცხადებით, ბრალდებული ცრუობს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

სკანდალური საქმიდან კურიერისთვის კიდევ ერთი ხმაურიანი დეტალი გახდა ცნობილი. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებში დევს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებდა, რომ 2016 წლის აგვისტოში დეკანოზი გიორგი მამალაძე ციანიდის მოძიებას მასაც სთხოვდა.

ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზისა და პროკურატურის მოწმის მიმოწერის და სატელეფონო საუბრების ექსპერტიზით დადგინდა, რომ დეკანოზი მოწმეს არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შოვნაში დახმარებას სთხოვდა.

banner
წინა სტატიაშიკორუფცია ქალაქ ოზურგეთის მერიაში და „ერთ ლუკმა მწვადზე“ გაყიდული პროკურატურა
შემდეგი სტატიამამა გიორგი მამალაძეს წერილი