“დეკანოზი მამალაძე პატრიარქის პირადი პატიმარია” – მეუფე პეტრე

“დეკანოზი მამალაძე პატრიარქის პირადი პატიმარია”, – ეს განცხადება დღეს ჭყონდიდის განყენებულმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, თემის კომენტირებისას გააკეთა.

მეუფე პეტრე დეკანოზის თავისუფლებასთან დაკავშირებით, სინოდის 28 ოქტომბრის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სინოდი ჯერ არ შეკრებილა და შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილება ოფიციალურად არ მიუღია.

“დავიწყოთ იქედან, რომ სინოდი არ შეკრებილა და ყველა წევრი განცხადებას ვერ გააკეთებდა. განცხადება გააკეთა მასხარა, უპასუხისმგებლო მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. შესაბამისად, სამი წლის წინაც, 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე, თითქოს, პატრიარქმა და მთელმა სინოდმა მიმართა პრეზიდენტს, რაც ასევე, თაღლითობა აღმოჩნდა და ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს, სამი წლის მანძილზე პრეზიდენტი არ აკმაყოფილებს პატრიარქისა და სინოდის წევრების ერთობლივ მოთხოვნას. მას შემდეგ, ჩვენ ვნახეთ არაერთი ვოიაჟები მათი შეხმატკბილებული ურთიერთობის – პრეზიდენტის პატრიარქთან, მათი ერთობლივი ვიზიტები ევროპაში და ა.შ. რაც, რა თქმა უნდა დამაფიქრებელია და ჯანსაღი საზოგადოების ნაწილს არ სჯერა სინოდის”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

როგორც მეუფემ განმარტა, სინოდი თანახმაა გიორგი მამალაძე სასჯელისგან გათავისუფლდეს, თუმცა, მამალაძე პატრიარქის პირადი პატიმარია და დეკანოზის გათავისუფლება ილია მეორის ნების გარეშე არ მოხდება.

“ერთი კონკრეტული სინოდის წევრის გავლენა არ უნდა იყოს უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე, თუმცა, სინოდი ნამდვილად არ არის წინააღმდეგი გიორგი მამალაძის გათავისუფლების და ეს მეც შემიძლია დავადასტურო. წინააღმდეგია პატრიარქი და მისი ბანდა, მისი გარემოცვა, მისი მდივან-რეფერენტი და ა.შ. პატრიარქის ნების შემთხვევაში, უდანაშაულო, ავადმყოფი და პარალიზებული მღვდელი ამდენი ხანი პატიმრობაში არ დარჩებოდა. დეკანოზი მამალაძე პატრიარქის პირადი პატიმარია”, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, პარლამენტი დავტოვოთ, ამ სცენარს განვიხილავთ – ვაშაძე
შემდეგი სტატიაპირველად საქართველოს ისტორიაში Fia Motorsport Games 2022-ზე ქართველებმა უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს