23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

დეკანოზი ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი

“ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი, ეკლესიისადმი ასეთი შეკითხვის დასმაც კი უხერხულია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში საეკლესიო სიწმინდეებისადმი უდიერი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მრავალჯერ გამოვლინდა, რაზეც მორწმუნე საზოგადოებას გულისტკივილი არაერთხელ გამოუთქვამს.

მნიშვნელოვანია, რომ აზრის გამოთქმის დროს ადამიანებმა შეურაცხყოფა არ მიაყენონ სხვების ღირებულებებსა და სიწმინდეებს, მეორე მხრივ კი, ამა თუ იმ მოძრაობისა თუ კერძო პირის მიერ სიწმინდეებისა და ღირებულებების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგან, აგრესიისა და კანონის დარღვევისგან“ ,_ ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე “რადიო თავისუფლებასთან”.

დღეს MMA-ის მებრძოლმა დავით ქართველიშვილმა სიწმინდეების დასაცავი მოძრაობა დააარსა. მისი თმით, მოძრაობას “მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე”. “საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთ” – თქვა ქართველიშვილმა

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოსთან ბანერის ჭერის გამო აქტივისტი დააკავეს
შემდეგი სტატიაპესკოვი: სომხეთში რეფერენდუმი რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს