დეკანოზი ილია ჭიღლაძე:უსამართლო ქვეყანა გვაქვს, სამარცხვინოც კი…

18 წლის უდანაშაულო დათა ოთხმეზურის მკვლელს 12 წლიანი მიმალვის მერე სასამართლომ 6 წელი 9 თვე პატიმრობა მიუსაჯა და სამ წელში პრეზიდენტად წოდებულმა შეიწყალა. ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასად შეფასდა ჯერ ქართული სასამართლოს მიერ, მერე ე.წ. პრეზიდენტისგან. პრობლემა არც უპასუხისმგებლო თავხედ პრეზიდენტშია, არც უვარგის ხელისუფლებაში. პრობლემა მთლიანად ქართველ ერს აქვს, რომელმაც ეს ნახირი თავზე დაისვა და სხვათაშორის მოკლულის მამასაც, თვალსაჩინო ისტორიკოსს, ბატონ გიორგი ოთხმეზურსაც (აწ გარდაცვლილი ჩემი დიდი მასწავლებლის, საქვეყნოდ ცნობილი დიდი ისტორიკოსის შვილს, ნათელი დაადგეს მის სულს) დიდი როლი აქვს ამ საქმეში და მუდმივად ქოცხელისუფლების აპოლოგეტი იყო, იმედია ახლა მაინც იგრძნობს პასუხისმგებლობას თავის შეცდომაზე.

და კიდევ: აგერ ერთი წელი გახდა, რაც ივანიშვილი ცრემლმომდგარი და სახეწაშლილი გვევედრებოდა, ოღონდ ზურაბიშვილი აირჩიეთ და ერთ წელში ქვეყანას დავალაგებო. აი “დალაგებული” ქვეყანა. ფეხქვეშ მიწა უნდა ეცლებოდეს ყველა ქოცს, ვინც საქართველო თავისი ვიწრო აზროვნებით და სიბრმავით ამ დღეში ჩააგდო!-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიინგუშებმა დონის როსტოვში ქართველებს ეკლესიის ასაშენებლად მიწა აჩუქეს
შემდეგი სტატიაNDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს