დეკანოზი ილია ჭიღლაძე:არ შეიძლება ხალხის მოთმინების გამოცდა!

პანკისის დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვნახა, რა ცუდია როდესაც ხელისუფლება არ უსმენს ხალხს!

არ შეიძლება ხალხის მოთმინების გამოცდა! თან იმ ხალხის, რომელსაც დიდი ტრამვა მიადგა ამ ორიოდე წლის წინანდელი ტრაგედიით და ხელისუფლების მიმართ უსამართლობის და სიძულვილის განცდა გაუჩნდა. ამ ხალხს, რომლის კულტურული და რელიგიური იდენტობა ძლიერ სხვაობს ქართვლებისგან და ინტეგრაციაც დაბალია, დიალოგი სჭირდება. არ ვამართლებ მათი მხრიდან ძალადობას და სახელმწიფო, თუ კერძო ქონების დაზიანებას. ამით კანონდარღვევით შეილახა სახელმწიფოს ღირსება, მაგრამ სასწორის მეორე მხარის ამ ხალხის, პანკისელების ღირსება დგას და არ უნდა დაივიწყონ მაღალ ეშელონებში. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს დებატების თემა, რამდენად საშიშია გარემოსთვის ეს მცირე ჰესი, შეიძელება მოსახლეობის შიში გაზვიადებულია, ან არცაა გაზვიადებული, ამას ამ წუთას აზრი არ აქვს. პრობლემა მდგომარეობს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ხიდჩატეხილობაში, ხელისუფლების მიმართ უნდობლობაში. მეორეს მხრივ როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას, თანაც მთიელებს ელაპარაკება ძალის დემონსტრირებით, ეს მხოლოდ გამაღიზიანებელი და უკუპროპორციის გამომწვევია. დემოკრატიას ვაშენებთ, თუ მონათმფლობელობას? დიახაც ყველა ადგილზე ადგილობრივმა მოსახლეობმ უნდა გადაწყვიტოს ის, რაც მათ ყოფა-ცხოვრებას კარდინალურად ეხება!

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, დიალოგით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და არა, ძალისმიერი გზით
შემდეგი სტატიაპოროშენკომ ეგზიტპოლებზე კომენტარი გააკეთა და ზელენსკისთან დარეკვას აპირებს