დეკანოზი ილია ჭიღლაძე:ახალი პრეზიდენტის ინაუგურციისთვის ვემზადებით და პირველი პრეზიდენტის და მეორე რესპუბლიკის ფუძემდებლის, ეროვნული გმირის ზ. გამსახურდიას შვილები შიმშილობენ სავსებით სამართლიანად

მაინც არ მასვენებს ჩემი ერის დაცემის სატკივარი…

მართალია, ჩვენი სახელმწიფო პარლამენტური რესპუბლიკაა, მაგრამ პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურად და მთავარსარდლად არის გამოცხადებული კონსტიტუციით, დღეს კი ის სასაცილო დღეშია, ინაუგურაცია კი კომიკური და სამარცხვინო დონის იქნება. რა არის ეს, თუ არა ქართული სახელმწიფოს შეგნებულად მასხრად აგდება და გაბაიბრუება?!

ახალი პრეზიდენტის ინაუგურციისთვის ვემზადებით და პირველი პრეზიდენტის და მეორე რესპუბლიკის ფუძემდებლის, ეროვნული გმირის ზ. გამსახურდიას შვილები შიმშილობენ სავსებით სამართლიანად: გამოძიებულ იქნეს პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის (თუ თვითმკვლელობის) საქმე შესაბამისი ორგანოების მიერ, რომელსაც წლის ბოლოს ხანდაზმულობის ვადა ეხება.

საერთოდ რაზეა ლაპარაკი, რეალურად არც სახელმწიფო გვაქვს, არც სამართალი. არქიფო სეთურის სამფლობელოს დაემსგავსა საქართველო..

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: გვესტუმრნენ, გაგვამხნევეს მამას ძველმა თანამებრძოლებმა
შემდეგი სტატიალუკაშენკო სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე