დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ვგმობ ნეობოლშევიკ წულუკიანის ვანდალურ შემოჭრას საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში

“ვგმობ ნეობოლშევიკ წულუკიანის ვანდალურ შემოჭრას საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში და ქ-ონ ეკა კიკნაძის უმიზეზო გადაყენებას ეროვნული გალერეის დირექტორობიდან. მოვუწოდებ ეროვნული მუზეუმის მთელ კოლექტივს გაფიცვისა და პროტესტისაკენ. მიბაძეთ მწერლებს! წულუკიანის ოცნების წყალობით ხელოვნების მუზეუმი და მისი კოლექციები დაფანტვის, გასხვისების და განადგურების პირასაა, ხოლო მუზეუმის 200 წლის შენობას, რომელიც არქიტექტურული და ისტორიული კულტ. მემკვ. ძეგლია, განადგურებას უპირებენ.
ქართველებო, დაიცავით და გადაარჩინეთ ეროვნული მუზეუმი და მისი თავდადებული, კომპეტენტური კოლექტივი!

მოვუწოდებ მთელ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით სამეცნიერო სპექტრს, გამორჩეულად ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს, არქეოლოგებს, ფილოლოგებს, ასევე მწერლებს, მხატვრებს, ყველა ოპოზიურ პარტიას და მედიას, დაუყოვნებლივ მიაქციეთ ყურადღება მავნე წულუკანის მიერ ეროვნულ მუზეუმის წინააღმდეგ წამოწყებულ ავანტურას, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა მისი კომპეტენტური კოლექტივი და ხელოვნების მუზეუმი შენობიან-ფონდებიანად! ფეხზე დადგეს მთელი საქართველო და ეს უკულტურო ქაჯი, კულტურის არ მცოდნე/არ მქონე კომსომოლა მინისტრი მოაშორონ”-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: საეკლესიო რეფორმების პროექტი
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია პირველ განცხადებას აკეთებს