დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ტაძრების დაკეტვა საგანგებო მდგომარეობების შემთხვევაში მსოფლიო საეკლესიო ისტორიაში კარგად ცნობილი ფაქტია

ტაძრების დაკეტვა საგანგებო მდგომარეობების შემთხვევაში მსოფლიო საეკლესიო ისტორიაში კარგად ცნობილი ფაქტია. ერთი ასეთი შემთხვევა საქართველოს ისტორიამაც შეინახა. 1263 წლის საქართველოს ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ მეფე დავით VII ულუს (ბაგრატიონი) საეკლესიო მიწების წართმევის გამო ულტიმატუმით მიმართა:

“არცაღა მიჰრონსა გავხსნით, საქართველოისა ეკლესიათა დავჰბეჭდავთ [ე.ი. დავკეტავთ – დეკ. ი. ჭ.], ხუცესთა დავაყენებთ წირვისა და ნათვლისა და სამკუდროთა ზიარებისაგან. თუინიერ ამისისა ქმნის, სხუისა ღონისა ყოვლისაგან უღონო ვართ [ე.ი. ამის გაკეთების მეტი აღარაფერი შეგვიძლია, მეტი გზა აღარ გვაქვსო -დეკ. ი. ჭ. ]!” (კრების განჩინების სრული ტექსტი იხ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. I, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, 1984, გვ. 169-174 ).

ამ უმძიმესი გადაწყვეტილების (უფრო კონკრეტულად ულტიმატუმის) მიზეზი მეფის მიერ საეკლესიო მიწების დატაცება იყო. როდესაც ეკლესია ამას აკეთებს ქონების შენარჩუნების მიზნით (რაც კანონიერი სურვილია), რამდენად ეს შესაძლებელია ეპიდემიის დროს ადამიანების სიცოცხლის გადაჩენად, გონიერი მკითხველი მიხვდება.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი : აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პრეპარატ „რემდოსოვირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ