დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საქართველოს სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, პრაქტიკულად დაბრუნდა 90-იანები, კრიმინალიზდა ქვეყანა

31 ოქტომბერს არამხოლოდ უნდა გავისტუმროთ ივანიშვილი მიტაცებული ხელისუფლების სადავეებიდან, არამედ უნდა გასამართლდეს ქვეყნის კრიმინალიზაციის, რუსული ძალების არნახული გაძლიერების, ხალხის დიდი ნაწილის უარესად გაღატაკება-გაუბედურებისთვის, რომელსაც ოცნების უნარიც კი წაართვა და იმ მატყუარობისათვის, რითაც გაგვაცურა ერი 2012 წელში და საქართველო თავის შპს-დ აქცია.

ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა აგოს საქართველოს დაქცევისათვის? გასაგებია, რომ სიტუაციას და თბილ ადგილებს მორგებული ადამიანები არ და ვერ იმჩნევენ არსებულ კატასტროფას, მაგრამ რეალობა ხომ ცხადზე ცხადია და ყველა ხომ არ დაბმავებულა საკუთარი გამორჩენის მიზნით???

უნდა დასრულდეს საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული დიქტატები. ვწერ ამას არა პოლიტიკოსობის სურვილით, და საერო საკითხებზე მიჯაჭვულობის გამო, არამედ იმ კატასტროფული ვითარების გამო, რაშიც იმყოფება საქართველო, ჩვენი მრავალტანჯული და დიდი ისტორიის მქონე სამშობლო. უნდა გადავრჩეთ როგორც ერი და სახელმწიფო, ლამაზი სიტყვებით კეკლუცობის დრო აღარაა, ხალხო, გონზე მოსვლის დროა და საბედისწერო სიტუაციის გაანალიზების დრო, ძალიან სწორად ბრძანა ერთმა მკვლევარმა და მთარგმნელმა: ახლა საქართველოში 2020 წელი კი არა, 1920 წელიაო. დიახ, მართლაც ასეა და ნუ გავითენებთ 1921 წელს მეორეჯერ! საქართველომ საბოლოოდ უნდა დაძლიოს საკუთარი ტროას ცხენი – რუსული აგენტურა და მიჰბაძოს ისრაელს სახელმწიფოებრივი მშენებლობის მაგალითებში, მათ შორის საგარეო პოლიტიკის ვექტორში. სხვა ალტერნატივა განვითარებისათვის უბრალოდ არ აქვს ჩვენს სამშობლოს-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშიავჭალაში მანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძე წყალტუბოს მკვიდრია
შემდეგი სტატიაკილაძე ხვიბლიანის ნათესავთან მიმოწერას ასაჯაროებს