დეკანოზი ილია ჭიღლაძე საპატრიარქოში დაიბარეს

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მყოფი დეკანოზს, ილია ჭიღლაძეს, სინოდი იბარებს. საპატრიარქომ სასულიერო პირს წერილი გაუგზავნა, სადაც წერია:

“საუბარი იყო თქვენ მიერ წმინდა სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით, პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომეთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას.

ივნისის თვეში გამართულ სხდომაზე კომისიამ აუცილებლად მიიჩნია განმარტებებისთვის ერთი თვის ვადაში 29 ანუ ივნისის ბოლომდე) გამოცხადდეთ საქართველოს ეკლესიის სინოდურ კომისიაზე”, – წერია წერილში.

წერილი 25 ივნისით თარიღდება, დეკანოზი კი ამბობს, რომ ის 29 ივნისს მიიღო მეილზე.

“გუშინ, 29 ივნისს იმეილზე მომსვლია მოსაყდრე შიოს ხელმოწერილი წერილი, ივნისის ბოლომდე ჩამოდი და გამოცხადდი საპატრიარქოშიო, დღეს 30 ივნისი, ხვალ უკვე ივლისია. ნორმალურები არიან, თუ ივნისს და ივლისს ვერ არჩევენ, საგონებელში ვარ. სინოდის განჩინებაში ეწერა შეურაცხოფა და ცილისწამება. ახლა რატომღაც ცილისწამება აღარაა წამოყენებული ბრალად, დარწმუნდნენ რომ ცილს არ ვწამებდი მათ?” – წერს სასულიოერო პირი.

banner
წინა სტატიაშიჩემი შესაძლებლობა ამას ვერ გაქაჩავს – ჭყონიას უარი მერობის კანდიდატურაზე
შემდეგი სტატიადამენია – საზოგადოებრივი და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხის გათვალისწინებით, თამარ ჟვანია ამ ნაბიჯისთვის განწირული იყო