დეკანოზი ილია ჭიღლაძე : სამწუხაროა, რომ წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევია ყინწვისის მონასტრის დღევანდელ მწყემსებს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ყინწვისის მონასტერში თამარ მეფის უნიკალურ ფრესკისთვის შექმნილ საფრთხეზე სოციალურ ქსელში წერს.

“სამწუხაროა, რომ წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევია ყინწვისის მონასტრის დღევანდელ მწყემსებს. როგორ დაგვიქვეითდა გრძნობა, მოწიწება და გონიერება ერთია, მეორე ის რომ ამით ფრესკის ქვედა ნაწილის გაცრეცვა-წაშლის საფრთხე შეიქმნა. არ დასრულდა თვითნებური და უგნური თვითშემოქმედება ყინწვისის მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ მონასტერში”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე: ეს არის ნახევარფაბრიკატი
შემდეგი სტატიაბათუმში მოსახლეობა კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს