დეკანოზი ილია ჭიღლაძე: რუსების ანტიამერიკული შიზოფრენია! სოხუმი და ცხინვალი ამერიკას აქვს დაპყრობილი?!

ახალხანს ბერძნულად ითარგმნა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება აფხაზეთის საკითხზე. კომენტარებში კი ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მარჯვენა ხელი და მისი მდივანი მღვდელმონოზონი გრიგორი სოკოლოვი წერს, რომ რასაც მოსკოვის ეკლესია აფხაზეთში აკეთებს, ეს ყველაფერი პატრიარქის პატივისცემის გამო ხდება და ყველაფერი საქართველოს პატრიარქთან არის შეთანხმებული…..

მღვდელმონოზონი გრიგორი სოკოლოვის პასუხი დეკანოზ ანდრიას განცხადებას (ბერძნულ ენაზე): “ტყუილები. მოსკოვის საპატრიარქოს თანამედროვე ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა შემთხვევა ეჭვქვეშ დაეყენებინა საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორია. თუ ამბობთ, რომ უკრაინაში არ ვუნდივართ…. ისიც თქვით, თუ რამდენად არ უნდათ ქართველები აფხაზეთსა და ოსეთში. და რატომ. რასაც ჩვენი ეკლესია ცდილობს გააკეთოს იქ, ამას აკეთებს საქართველოს პატრიარქის პატივისცემის და მასთან შეთანხმების გამო. დიდი გაოცება მაქვს, აქამდე როგორ არ შეჭამეს ამერიკელებმა ამისთვის ის (პატრიარქი ილია)”.

p.s. რუსების ანტიამერიკული შიზოფრენია! რა შუაშია ამერიკა? სოხუმი და ცხინვალი ამერიკას აქვს დაპყრობილი?!-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია სამეგრელოს საუკეთესო კურორტ ლებარდეს ესტუმრა (ვიდეო)
შემდეგი სტატიამაღაზია „ზუმერის“ გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს