დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ქუთათელ-გენათელ მიტროპოლიტ გაბრიელ ჩაჩანიძის ჩანაწერს ავრცელებს.
,,საინტერესოა 1955 წელს მღვდელ-მონაზონად კურთხევიდან რამოდენიმე თვეში გაბრიელ ურგებაძის მიერ დაწერილ მღვდელმსახურებასა და ბერობის მიტოვებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე ქუთათელ-გენათელ მიტროპოლიტ გაბრიელ ჩაჩანიძის მინაწერი:
„…მართალია იჩენდა მამა გაბრიელი მუყაითობას, მორჩილებას, უანგარობას, საქმისადმი ერთგულებას, მაგრამ რადგან ავადმყოფობა ჰქონდა ქრონიკული შ ი ზ ო ფ რ ე ნ ი ა, სამწუხაროდ, სწორედ მაშინ იჩინა თავი, როდესაც გაიმართა წირვა-ლოცვის წესების შესრულებაში… მაგრამ რადგან მაინც ეკლესიას შეაფარა თავი სიონში, ამიტომ პირადი საქმე ჩაბარდეს საკათალიკოსოს სამდივნოს“.
აქ დგება ერთი დიდი კანონიკური დანაშაული და შეცდომა: დიაკვნად კურთხევის თხოვნის წერილშიც აღნიშნავს გოდერძი (გაბრიელ) ურგებაძე, რომ მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარო, სავარაუდოდ იგულისხმება სწორედ შიზოფრენია, მაშ რატომ აკურთხა სასულიერო ხარისხში გაბრიელ ჩაჩანიძემ იგი?! ეს ხომ დიდი სჯულისკანონის უმძიმესი დარღვევაა: დიაკვნად და მღვდლად აკურთხო შიზოფრენიკი, ანუ ფსიქიკური ავადმყოფი. არც მისი ბერად აღკვეცა შეიძლებოდა.
ფოტოზე:
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერ-ისტორიკოსი, წლების მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დოცენტი, ქუთათელ-გენათელი მიტროპოლიტი, მეუფე გაბრიელ ჩაჩანიძე (გარდ. 1956 წ.),- ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს.

















