დეკანოზი ილია ჭიღლაძე: პრაქტიკულად ზარზმის მონასტერი დაიშალა და დაიქცა სულერად-რა ხდება ზარზმის მონასტერში

ზარზმის მონასტრიის წინამძღვრობიდან წინა თვეებში მრუშობის ბრალდებით გადაყენებული და მღვდელმიქმედების უფლება შეჩერებული, მოძალადე ქვაბავაზაკი არქიმანდრიტი ნიკოლოზი უნდა აღადგინოს თავის პოზიციაზე მეუფე თეოდორე ჭუაძემ. პროტესტის გამო 6-მა მშრომელმა და პატიოსანმა ბერმა გუშინ დატოვა ზარზმის მონასტერი და ეპარქია. პრაქტიკულად ზარზმის მონასტერი დაიშალა და დაიქცა სულერად.
ქვაბავაზაკ არქიმანდრიტ ნიკოლოზს ძლიერი გავლენები აქვს ხელისუფლებაში, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში გაპარპაშებული იყო და ყველაფერს აკონტროლებდა (აკონტროლებს) და ეტყობა იქიდან განახორციელა ზეწოლა მიტროპოლიტ თეოდორეზე, რომ
თეოდორემ ბერებიც გაწირა, მომჩივან მრევლსაც გადაახტა და საკუთარ გადაწყვეტილებაც უნდა ალოკოს და უკან წაიღოს.
გულის ამრევია ჩვენი შიოლამადიდებლური ეკლესია. არ შეიძლება ამ ეკლესიაში ყოფნა, რადგან სიცრუე, ძალადობა, სიბილწე და უსამართლობა ბატონობს იქ. ამიტომ განეშორეთ და თავი დაანებეთ მას, ხალხო. შეიგნეთ ეგ ანაფორით შემოსილებმაც და მრევლმაც: სადაც სატანა ბატონობს, იქ ქრისტეს რა უნდა?!,-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე- დაიღუპა 20 ადამიანი (video)
შემდეგი სტატია“მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო”- SJC