დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ნოტრდამს უკვე ნაშველი აქვს, ჩვენმა ისტორიულმა ძეგლებმა იკითხონ თავისი მწარე ბედი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 17, 2019 12:48

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ნოტრდამს უკვე ნაშველი აქვს, ჩვენმა ისტორიულმა ძეგლებმა იკითხონ თავისი მწარე ბედი

ფრანგებმა (უფრო კონკრეტულად მსხვილმა კომერსანტებმა) ერთ დღეში ნოტრდამისათვის ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი შეაგროვეს. ვარძიის ტაძარი და თამარის ფრესკა რომ დაიწვა, როგორ მოიქცა ქართული კერძო სექტორი? ერთი-ორი ორგანიზაციის გარდა არავინ შეტოკებულა. ახლა გვესმის, რომ ზოგი თანამემამულე აპირებს თანხების გადარიცხვას ნოტრდამისათვის. ნეტავ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მრავალი უნიკალური ძეგლი რომ ყოველდღიურად ნადგურდება და გადაუდებლად სარესტავრაციოა, ეს რატომ არ აღელვეთ მათ?! თუ მედიაში ვერ დაფასდებიან და პიარისთვის არ გამოადგებათ?! კომენტარში დავდებ ასეთი ძეგლების ალბომს, იქნებ ანახოთ და მოშურნეობა აღეძრათ. აქამდე ფონდი ქართუს გარდა პრაქტიკულად არავინ არაფერს აკეთებდა ამ მიმართულებით, ბოლო ერთი წელია არემჯი გოლდი ამოქმედდა (თუ აამოქმედეს საყდრისის დაცვის კომეტიტეტის აქტივმა) ასევე ამ კუთხით, მაგრამ სხვები?! იმდენი ძეგლია მისახედი, რომ ეს ორი სუბიექტი ვერ ახერხებს ყველაფერს გაწვდეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შარშან სცადა საქველმოქმედო ფონდის ამოქმედება, მაგრამ მას შემომწირველები მიზერული აღმოაჩნდა… ნოტრდამს უკვე ნაშველი აქვს, ჩვენმა ისტორიულმა ძეგლებმა იკითხონ თავისი მწარე ბედი…

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 17, 2019 12:48

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,477
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics