დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მიტროპოლიტი სტეფანე დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყენებული ეპარქიის მმართველობიდან

მარტვილის ეპარქია

ძალადობის ხელშეწყობისათვის მიტროპოლიტი სტეფანე, როგორც პასუხისმგებელი შექმნილი უბედურების გამო, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყენებული ეპარქიის მმართველობიდან – ჭყონდიდის ეპარქიაში, დღეს მომხდარ მძიმე შემთხვევას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქით ეხმაურება. სასულიერო პირი პასუხისმგებლობას მომხდარზე სწორედ მეუფე სტეფანეს აკისრებს და საეკლესიო კრების მოწვევას მოითხოვს:

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ საქართველოს საპატრიარქოს: ეკლესიაში წარმოქმნილი არნახული კრიზისის და არაკანონიკური მდგომარეობის გამო, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს დიდი საეკლესიო კრება, 1995 წლის უვარგისი, არაკანონიკური ნორმებით სავსე მართვა-გამგების დებულება შეცვლილ იქნეს 1917 წლის ავტოკეფალიის აღმდგენი მამების მიერ დამტკიცებული დებულებით და გადაიჭრას დაგროვილი პრობლემები, რადგან საპატრიარქოში მოკალათებული ბანდა ვეღარ მართავს ეკლესიას და უფსკრულში მიაქანებს ყოველდღიურად!” წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

https://youtu.be/74x-BdnjayI

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიაჯაღმაიძე: მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს