დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მესამედი ქართველობა საზღვრებს გარეთაა დღეს … ეს ხმები ასე იკარგება ჰაერში

“ფუჭი “ოცნების” “გამარჯვებას”, პირველ ადგილზე გასვლას დიდწილად ხელს უწყობს ის, რომ მილიონამდე ემიგრირებული ქართველების სრული უმრავლესობა ვერ ახერხებს ფიზიკურად არჩევნებში მონაწილეობას, აუცილებელია ოპოზიციამ შეიმუშავოს პროექტი და გაიტანოს პარლამენტში, ემიგრანტი საქ. მოქალაქეებისთვის წერილობითი/საფოსტო, ან ელექტრონული საშუალებით საარჩევნო ხმის შესაძლებლობის მოსაგვარებლად. თავად ქოცები ამას არ იზამენ, არ აწყობთ.

ნახევარი თუ არა, მესამედი ქართველობა საზღვრებს გარეთაა დღეს და ხვალ-ზეგ კიდევ მეტი წამოვა მაგ ჩაჯოჯოხეთებული ქვეყნიდან. ეს ხმები ასე იკარგება ჰაერში, არადა ემიგრანტების უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს, რაც ბუნებრივიცაა, აბა თუ ოცნება ქვეყნის აღმეშენებელია, საზღვარგარეთ რაღას გარბიხარ საარსებო წყაროს საძიებლად.

მადლობა ვუთხრათ არჩევნებზე მისულთა 54 პროცენტს, რომ ხმა არ მისცა ქვეყნის ჩამჭაობებლებს და გამყვლეფავებს. ხოლო 46 პროცენტიანი (ან უფრო რეალურად დაახ. 40) ბალასტი რჩება საქართველოს განვითარების შემაფერხებელ ბარიერად. აი, მათ რა ეშველება არ ვიცი. ესაა იმ ორმოცი პროცენტის ტოლფარდი, ვინც საბჭოთა მენტალიტეტი ვერ გადალახა: ძალაუფლების მქონეთა მიმართ მონურობა და სიახლის შიში.

არაფერი გულგასატეხი არაა, არც ყურებია ჩამოსაყრელი. ერის ნახევარზე მეტი საღია, უბრალოდ დაფანტულია, ესაა ცუდი.”-აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშითითქმის ყველა უბნის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46,68%-იანი, „ნაცმოძრაობას“ კი 30,7%-იანი მხარდაჭერა აქვს
შემდეგი სტატიაჩიხლაძე: ვადამდელი არჩევნების თემა კვლავ აქტუალური იქნება