დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მართლმადიდებელ ეკლესიას უჯობს, ეკლესიაში არსებულ ჰომოსექსუალიზმს ებრძოლოს

საპატრიარქო რომ მშვიდობის და სიყვარულის სულით იქცეოდეს და განაგდოს ფარაონული მზვაობრობა და ძალაუფლების მოყვარეობა, მთელ ქართველ ერს კი არ დაიბარებდა ქაშვეთთან ხვალინდელი პრაიდის ჩასაშლელად და სისხლისღვრის საფრთხის შესაქმნელად, არამედ რამდენიმე საეკლესიო მაღალიერარქს გაიყვანდა იქ, მგალობელ ქალთა მცირე გუნდით და მშვიდობიანი ლოცვით, გალობით, ქადაგებით და ტრანსპარანტით გააპროტესტებდა, გამოხატავდა საკუთარ რელიგიურ და სოციალურ პოზიციას, როგორც ეკლესია, რელიგიური ინსტიტუცია, რომელსაც ევალება სახარების ქადაგება და არა ქვეყნის მართვის, იურიდიული ნორმების დადგენის და განსხვავებულად მოაზროვნეებისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების მქონე ინსტიტუცია.

ეკლესია არაა სამოქალაქო ცხოვრების წესის და ნორმების მდგენელი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციას უჯობს ეკლესიაში არსებულ ჰომოსექსუალიზმს ებრძოლოს, სადაც ხდება ცალკეულ სასულიერო პირთა მიერ მრევლი და სტიქაროსანი ბიჭების გახრწნა და სხვა რიგი უბედურებები-წერს Facebook-ზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიინაშვილი: უნდა შეწყდეს ცილისწამება, შეტევა და თავდასხმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე
შემდეგი სტატიაღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს