დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიის ხელმძღვანელობამ

ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიის ხელმძღვანელობამ, პირველ რიგში პატრიარქმა და მოსაყდრემ, რომელნიც უნდა იყვნენ მოწოდებით და თანამდებობით ზნეობის გუშაგები და ჩაგრულთა მცველები, მაგრამ ისინი ამას არ იზამენ და არც არასოდეს ამოუღიათ ხმა “ამა სოფლის მთავართა” წინააღმდეგ. ცოდვისა და უსამართლობის, ძალმომრეობისა და ბოროტების მხილების სული ჩაკლულია ჩვენს საბჭოურ ეკლესიაში, აღარაა გრიგოლ ხანცთელის ან თეოდორე სტუდიელის მსგავსი წმინდა მამები, ვინც ვცდილობთ ხმის ამოღებას, იმათაც გვდევნიან და გაჩუმებას მოითხოვენ. საქართველოს საპატრიარქო დაემსგავსა სულიერ ბაბილონს, და “ვკურნევდით ბაბილოვანსა და არა იკურნებოდა”-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშიდავალება ბერასგან და მუქარა მუსიკოსზე
შემდეგი სტატიამორიგი ისტორია ბერაზე-1% არ მეპარება ეჭვი, რომ ჩანაწერი ნამდვილია