დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ენას და თითებს იტყავებენ მულტი მილიონერი პატრიარქ-მეუფეების ქება-დიდებით-არქიფო სეთურის მონათა ტიპური სახე არიან

ჩვენი საბჭოთა ფორმირების კაგებეშნიკური შიოლამადიდებელი ეკლესიის მრევლის (ვინც შერჩა ჯერ კიდევ) აბსოლუტური უმრავლესობა უკვე არის ჩვეულებრივი სექტა, ერთუჯრედიან ზომბ მონათა კოლექტივი:
ბიბლია მათ არ იციან და არც აინტერესებთ!
სჯულისკანონი მათ არ იციან და არც აინტერესებთ!
მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატები და საეკლესიო ისტორია მათ არ იციან და არც აინტერესებთ!
ყველაფერზე მათი პასუხი რაც ხდება ეკლესიაში, არის არა განიკითხო და ჩვენ ვინ გვეკითხება ღმერთია გამკითხველიო. ამ დროს სინამდვილეში მთელ დედამიწას განიკითხავენ ამ ქვაბავაზაკი ანაფოროსანი მაჯლაჯუნების გამოკლებით.
ერთადერთი რაც აინტერესებთ, ესაა: ბრმა რიტუალიზმი, თავიან ცოდვებზე ინდულგენციების მიღება აღსარება-ზიარების რუტინით მოძღვრისგან და იმისი იმედი აქვთ, რომ ღმერთი როგორც კეთილი სანტა კლაუსი, გამოასწორებს მათ ცხოვრებუსეულ დიდსა და მცირე პრობლემებს. ენას და თითებს იტყავებენ მულტი მილიონერი პატრიარქ-მეუფეების ქება-დიდებით. არქიფო სეთურის მონათა ტიპური სახე არიან,-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშიგაითვალისწინა პროკურატურამ ადვოკატის თხოვნა-სანდრო ცხადაძე მამას გამოეთხოვება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს-საფრთხეშია თეკლა კუბლაშვილი