დეკანოზი ილია ჭიღლაძე: 2021 წელს სავალდებულო მეორე სინოდის სხდომა არ ჩაატარა პატრიარქმა, რითაც დაარღვია საეკლესიო კანონები

“სუსის კრებსების სკანდალური და საშინელი მასალების მერე, სადაც ერთერთი მთავარი ფიგურანტი მთავარეპისკოპოსი ზენონია, და რაც ლამის ნახევარმა საქართველომ იცის, წაიკითხა და ინფორმირებულია, რომლიდანაც რამდენიმე დოკუმენტი თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმაც გამოაქვეყნა და ყველამ წაიკითხა, მედია კი იმაზე აჟიტირდა ეს ორი დღეა, პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა თუ არა ბრიტანეთის ხელისუფლებას მეუფე ზენონმა. ჯერ ის გამოიძიოს ერმა და ბერმა, რა ფაქტებშიცაა მხილებული ის, აღიარებს თუ არა და შეიძლება თუ არა მისი ეპისკოპოსობა და ამ ფონზე, ჩაბარდება თუ გადმობარდება, რაღა მნიშვნელობა აქვს, ეს ხომ მისი პირადი არჩევანის უფლებაა.
მეორე: 2021 წელს სავალდებულო მეორე სინოდის სხდომა არ ჩაატარა პატრიარქმა, რითაც დაარღვია საეკლესიო კანონები. ოქტომბრის თვეში მოსკოვის საპატრიარქო შემოიჭრა სომხეთის ეპარქიაში, რომელიც საქართ. საპატრიარქოს ეკუთვნის და მოახდინა საეკლესიო ოკუპაცია. ჩვენი საპატრიარქო ხმას არ იღებს, ხოლო მთ. ეპისკოპოსმა ზენონმა, რომელსაც ეკუთვნის ჩრდილო სომხეთის ეპარქია (აგარაკ-ტაშირი) მხოლოდ გუშინ ამოიღო საჯაროდ ხმა ამ საკითხზე ოთხი თვის დუმილის შემდეგ, ისიც ალექსანდრიის პატრიარქისადმი გაგზავნილი თანადგომის წერილის ფორმით. რა ხდება?! ვარსებობთ ქართველები თუ საბოლოოდ დაგვიმონეს რუსებმა და ხმის ამოღებასაც ვეღარ ვახერხებთ?!”.-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ წამებასა და მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა
შემდეგი სტატიავლადიმერ ჩაჩიბაია: საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი სამხედრო თვალსაზრისით ფაქტობრივად ხარვეზი არ არსებობს